Sunday, April 21, 2013


1      პროექტის სახელწოდება:პოეზია მეგობრობის ხიდია.
2      პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ უცხო ქვეყნის კულტურას ისტ-ს გამოყენებით.
3      პროექტის მიზნები:მოსწავლეები გაეცნონ რუსული პოეზიის იმ წარმომადგენლებს,რომლებიც მეგობრობდნენ და შემოქმედებითი კავშირები ჰქონდათ ცისფერყანწელებთან;გაეცნონ ცისფერყანწელთა ცხოვრებას და შემოქმედებას.
4      მონაწილეთა ასაკი: 17 წელი.
5      ვადები/ხანგრძლივობა:ღონისძიება ჩატარდება 01.06.2013.მისი ხანგრძლივობაა 2 სთ.
6      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მიიღებენ ახალ  ინფორმაციას ცისფერყანწელების შესახებ;ისწავლიან რუსული პოეზიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს.გაიცნობენ მეგობრობის ნიმუშებს ორ ერს შორის.
7      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ცისფერყანწელთა  და რუსი პოეტების ტექსტები /ლექსები, ტექსტური ინფორმაციები ორივე მხარის წარმომადგენლების შესახებ,ფოტოები და სხვა თვალსაჩინოებები, ორივე მხარის წარმომადგენელთა ეროვნული სამოსი და დეკორაციები, ინტერნეტის საძიებო სისტემები.
8      პროექტის  მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
ა) მოკლე მიმოხილვა ცისფერყანწელთა მეგობრობისა პასტერნაკთან, ბლოკთან.
ბ)ქართველი და რუსი პოეტების ლექსების მხატვრული კითხვა.
გ)ორივე მხარის წარმომადგენელთა თარგმანების კითხვა.
დ)მუსიკალური გაფორმება კომპიუტერის გამოყენებით. ქართული და რუსული სიმღერების შესრულება,ქართული და რუსული ეროვნული ცეკვების შესრულება.
9      საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ღონისძიების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კითხვის, წერის, მოსმენის, ლაპარაკის უნარ-ჩვევები;კულტურათა დიალოგი.
10   პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ნანა რაზმაძე.
11   ხელმძღვანელის ელ/ფოსტა: nrazmadze5@gmail.com